INC საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ბულინგის დაძლევის ერთადერთი უალტერნატივო მექანიზმი, სკოლის თემთან კომპლექსური და გრძელვადიანი მუშაობაა. სწორედ ამ მიზნით, INC დღეს ახორციელებს საპილოტე პროგრამს ორ კერძო სკოლაში.

2014 წლიდან, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტროსგან ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი – თანხმობა ან უარი საჯარო სკოლებში მუშაობასთან დაკავშირებით. 2016 წლის იანვარში, პროგრამის ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენის შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენელმა, ჟურნალისტების თანდასწრებით, კვლავ გამოხატა პროექტით დაინტერესება, თუმცა მას შემდეგ დღემდე საჯარო სკოლაში მუშაობის შესაძლებლობა არ მოგვცემია.

განათლების სამინისტროს დაგეგმილი მასწავლებელთა ტრენინგი შემდგომი სუპერვიზიის და ასევე, მშობლებთან და მოსწავლეებთან მუშაობის გარეშე, ეფექტიანი ვერ იქნება. ამის ფონზე, სამინისტროს მხრიდან ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამის თავიდან არიდება (რომელიც თავის მხრივ მათგან არანაირ რესურსს არ მოითხოვს) ლოგიკურ კითხვის ნიშნებს აჩენს.