29 მარტს ჩვენმა მოწვეულმა ექსპერტმა, მკვლევარმა და ფსიქოლოგმა, ნატო ყვავილაშვილმა, ბულინგის დაძლევაზე მიმართული საპილოტე პროგრამის სამუშაო ჯგუფთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრა გამართა. ნატომ პროგრამის მენეჯმენტთან აქტიური კომუნიკაციის და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად, შეიმუშავა სკოლის შიდა კულტურის კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. აღნიშნული ვორკშოპი კი მიზნად ისახავდა პროექტის პრაქტიკანტებთან ერთად, უკვე შემუშავებული ინსტრუმენტების დეტალურ განხილვას და მათთვის მოსწავლეებთან კომუნიკაციის სპეციფიკაში საბაზისო ცოდნის მიწოდებას.