ბავშვთა სასკოლო ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ა.შ.შ. ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სერვისების დეპარტამენტის განმარტებით, ბულინგი წარმოადგენს სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის ისეთ არასასურველ, აგრესიულ ქცევას, რომელიც მოიცავს ძალთა რეალურ ან წარმოდგენით დისბალანსს. ქცევა ან მეორდება, ან არსებობს გარკვეულ პერიოდში მისი განმეორების სკის ქვეშ არიან ის ბავშვებიც, რომლებიც არც ბულერის და არც ბულის კატეგორიას არ განეკუთვნებიან, მაგრამ ბულინგის ფაქტების შემყურენი არიან (ე.წ. ბაისტენდერები). უარყოფითი შედეგი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მათ შორის არის დეპრესია, შფოთვა, ნივთიერებაზე დამოკიდებულება და მოწყვლადობის მაღალი ალბათობა.
პროექტი მიზნად ისახავს სასკოლო ბულინგის პრევენციასა და დაძლევას. პროექტის ქვემიზნებია:
• ბულინგის საწინააღმდეგო მრავალფასადიანი სასკოლო პროგრამის განვითარება და სრულყოფილი დანერგვა ორ კერძო სკოლაში;
• ბულინგის დაძლევაზე მიმართული პროგრამის შემდგომი გავრცელება და მდგრადობის უზრუნველყოფა.