2014 წელს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით განახორციელა ბავშვთა დაცვაზე მიმართული პროექტი კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პროექტის ფარგლებში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის, გენდერისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებს და ადგილობრივი თემის ლიდერებს. პროექტის მეორე კომპონენტის ფარგლებში სასკოლო კლუბების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ დამატებითი ტრენინგები პროექტის მართვის, სამოქალაქო აქტივიზმისა და ლიდერობის შესახებ, რის შემდეგაც კლუბის წევრებმა განახორციელეს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიები საკუთარ თემში.