• 2014 წელს ინსტიტუტმა უმასპინძლა Family for Every Child-ის საერთაშორისო დელეგაციას. სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში სირთულეების მქონე არასრულწლოვანთა რეფერალის სისტემის შესწავლას.
• 2015 წელს ორგანიზაციამ ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა, გააცნო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით განხორციელებული რეფორმა და დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროგრამები. ინსტიტუტის დამფუძვნებელი, ანდრო გიგაური ყირგიზეთის მთავრობას უწევს ექსპერტულ დახმარებას დანაშაულის პრევენციის პროგრამების დანერგვაში. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა კონსულტაცია გაუწია ყირგიზულ არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვთა დაცვის ლიგას, რომელიც სკოლებში ბულინგის დაძლევაზე მიმართულ პროგრამის პილოტირებას გეგმავდა.
– 2016 წელს, INC-ის დირექტორმა, თამაზ ახობაძე, კიევში, უკრაინაში, მონაწილეობა მიიღო UNICEF-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და ურთიერთგაგების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინაში არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დანერგვას. შეხვედრაზე მან უკრაინის მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუზიარა საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამის გამოცდილება. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ქართულმა მოდელმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, როგორც უკრაინის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებში, ასევე უკრაინულ მედიაში.