არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი არის ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ეროვნული კოალიციის წევრი. კოალიციის საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზაციამ უხელმძღვანელა ბავშვთა უფლებების დაცვაზე მიმართულ რამდენიმე ადვოკატირების კამპანიას. ინსტიტუტი ასევე არის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჯგუფის წევრი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეობას იღებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვაში.