2014-15 წლებში ორგანიზაციამ PH international-თან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“. პროექტის ფარგლებში მომზადდა კურიკულუმი და მასალები უფროსკლასელთათვის ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლების შესახებ, რის შემდეგაც წინასწარ მომზადებულმა მოხალისე სტუდენტებმა სემინარები შესთავაზეს საჯარო სკოლების მოსწავლეებს. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფებმა შეიმუშავეს მცირებიუჯეტიანი ბიზნეს-პროექტები, მათგან საუკეთესო სამი პროექტი კი დაფინანსდა და მოსწავლეებს მათი განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ.