Author Archives: incgeo

11 Sep
0

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი ექსპერტულ დახმარებას უწევს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს:

• 2014 წელს ინსტიტუტმა უმასპინძლა Family for Every Child-ის საერთაშორისო დელეგაციას. სამუშაო ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოში სირთულეების მქონე არასრულწლოვანთა რეფერალის სისტემის შესწავლას. • 2015 წელს ორგანიზაციამ ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა, გააცნო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით განხორციელებული რეფორმა და დანაშაულის პრევენციაზე ...

წაიკითხე მეტი
11 Sep
0

ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ეროვნული კოალიცია

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი არის ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის ეროვნული კოალიციის წევრი. კოალიციის საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზაციამ უხელმძღვანელა ბავშვთა უფლებების დაცვაზე მიმართულ რამდენიმე ადვოკატირების კამპანიას. ინსტიტუტი ასევე არის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ჯგუფის წევრი, რომლის ფარგლებშიც, ...

წაიკითხე მეტი
11 Sep
0

კვლევითი საქმიანობა

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის მენეჯმენტის წარმომადგენლები ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არიან „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში ჩართულ პროფესიონალთა სატრენინგო სახელმძღვანელოს“ თანაავტორები. ანა სუბელიანი კი არის კვლევის „ჰომოფობიური ბულინგი საჯარო სკოლებში“ ავტორი, რომელიც ბულინგის შესახებ საქართველოში განხორციელებულ პირველ კომლექსურ კვლევას წარმოადგენს.

წაიკითხე მეტი
11 Sep
0

ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის

2014-15 წლებში ორგანიზაციამ PH international-თან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ფინანსური წიგნიერება სოციალური პასუხისმგებლობისთვის“. პროექტის ფარგლებში მომზადდა კურიკულუმი და მასალები უფროსკლასელთათვის ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლების შესახებ, რის შემდეგაც წინასწარ მომზადებულმა მოხალისე სტუდენტებმა სემინარები შესთავაზეს საჯარო სკოლების ...

წაიკითხე მეტი
04 Sep
0

კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის თემის გაძლიერება

2014 წელს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით განახორციელა ბავშვთა დაცვაზე მიმართული პროექტი კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პროექტის ფარგლებში ბავშვთა ძალადობისგან დაცვის, გენდერისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ სკოლის მასწავლებლებს, დირექტორებს და ადგილობრივი თემის ლიდერებს. პროექტის მეორე კომპონენტის ...

წაიკითხე მეტი
04 Sep
0

ბულინგის დაძლევაზე მიმართული საპილოტე სასკოლო პროგრამა

ბავშვთა სასკოლო ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ა.შ.შ. ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სერვისების დეპარტამენტის განმარტებით, ბულინგი წარმოადგენს სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის ისეთ არასასურველ, აგრესიულ ქცევას, რომელიც მოიცავს ძალთა რეალურ ან წარმოდგენით დისბალანსს. ქცევა ან მეორდება, ან არსებობს გარკვეულ ...

წაიკითხე მეტი
06 May
0

ლია გიგაური მზადყოფნას გამოთქმავს ჩვენთან თანამშრომლობისთვის

ტელეკომპანია “იმედის სიუჟეტში”, “არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის” ბულინგის პრევენციის პროექტის შესახებ, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მზადყოოფნას აცხადებს არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტთან თანამშრობლობითვის. ბულინგის თემაზე ორგანიზააციის პირველი კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან უშედეგოდ დასრულდა. იმედია ამჯერად სამინისტრო მეტი პასუხისმბებლობით მოეკიდება სკოლებში არასებულ პრობლემას.

წაიკითხე მეტი
04 May
0

ბულინგის დაძლევაზე მიმართული საპილოტე პროგრამის სამუშაო ჯგუფთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრა

29 მარტს ჩვენმა მოწვეულმა ექსპერტმა, მკვლევარმა და ფსიქოლოგმა, ნატო ყვავილაშვილმა, ბულინგის დაძლევაზე მიმართული საპილოტე პროგრამის სამუშაო ჯგუფთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრა გამართა. ნატომ პროგრამის მენეჯმენტთან აქტიური კომუნიკაციის და წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის შედეგად, შეიმუშავა სკოლის შიდა კულტურის კვლევის მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. ...

წაიკითხე მეტი
03 May
0

განათლების სამინისტროს თავს არიდებს ჩვენთან თანამშრომლობას

INC საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივად ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ბულინგის დაძლევის ერთადერთი უალტერნატივო მექანიზმი, სკოლის თემთან კომპლექსური და გრძელვადიანი მუშაობაა. სწორედ ამ მიზნით, INC დღეს ახორციელებს საპილოტე პროგრამს ორ კერძო სკოლაში. 2014 წლიდან, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, განათლების სამინისტროსგან ...

წაიკითხე მეტი