მისია და მიზნები

ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს დანაშაულისგან და ძალადობისგან თავისუფალი საზოგადეობის ჩამოყალიბებას.

ორგანიზაციის მიზანებია: არაძალადობრივი კომუნიკაციის მეთოდების შესწავლა და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა; მედიაციის ინსტიტუტის განვითარება; სამოქალაქო განათლება, მათ შორის მოხალისეობის კულტურის განვითარება; სკოლამდელი აღზრდის სწავლების პოპულარიზაცია; მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შესწავლა და მის განვითარებაში მონაწილეობა; დანაშაულის ეფექტური პრევენცია; კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის თანამედროვე მეთოდების შესწავლა და მათი დანერგვის ხელშეწყობა. კანონთან კონფლიქტში მყოფ და დევიაციური ქცევის მქონე პირთათვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განვითარება და პროფესიონალების გაძლიერება; კვლევითი საქმიანობის განხორციელება; საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო დონეზე.