მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.  2016 წლის გაზაფხულის სემესტრში მოიპოვა ერასმუს+ -ის გაცვლითი პროგრამის სტიპენდია და ბრატისლავაში, კომენიუსის უნივერსიტეტში ევროპისმცოდნეობის პროგრამაზე სწავლობდა. გაიარა სტაჟირება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკურ დეპარტამენტში, და ასევე მონაწილეობდა 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, სადაც რეგიონული მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

სასკოლო თვითმმართველობებში არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდების გამოწვევების თემებზე მუშაობამ მოტივაცია მისცა მშვიდობის კორპუსის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკის “გოგონები მსოფლიოს ლიდერები” მენტორი გამხდარიყო.  საერთაშორისო ურთიერთობების მრავალი მიმართულებიდან მარიამს საერთაშორისო განვითარება და პოსტ-საბჭოთა სივრცის პრობლემები აინტერესებს.